რჩევები, რომელიც სამზარეულოს ზედაპირის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
სახლის ინტერიერის შერჩევა საკმაოდ რთულია, თუმცა უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ სამზარეულოს ინტერიერის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ როგორც მისი ზედაპირის სილამაზე, ისე სიჯამრთელეც. ამიტომ მთავარი აქცენტი სამზარეულოს ზედაპირის მასალის ეკოლოგიურ სისუფთავეზე უნდა გავაკეთოთ. მიზეზი მარტივია — მას საკვები პროდუქტები პირდაპირ ეხება.
ამიტომ სამზარეულოს შერცევისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ მასალის ბუნებრივობასა და ეკოლოგიურ სისუფთავეზე რაც პირდაპირ კავშირშია საკვებთან და შესაბამისად, ჩვენს ჯანმრთელობასთან.
სამზარეულოს ზედაპირი რამდენიმე სახეობის მასალისგან შეიძლება დავამზადოთ. მათ შორის არის: ე.წ. «ლამინატი», ბუნებრივი ქვა, ნახევრადბუნებრივი ქვა და პლასტმასის შემცველი თანამედროვე მასალები.
სამზარეულოს ზედაპირისთვის ყველაზე გავრცელებული მასალაა ე.წ. «ლამინატი», რომელიც მაღალი გამძლეობით არ გამოირჩევა.
Добавить комментарий