ავეჯის წარმოებაში გამოყენებული მასალები

დღესდღეობით ავეჯის დასამზადებლად გამოიყენება მრავალფეროვანი მასალები

მერქან-ბურბუშელოვანი ფილა (ДСП)

«დსპ» — მზადდება ტემპერატურის და წნევის ქვეშ გაჟღენთილ ქაღალდთან ერთად და ბურბუშელოვანი ფილის გარკვეული დროით პრესზე გატარებით. ფილების ზომების არის: 6 მმ-დან 30 მმ-მდე.

ამ მასალისათვის დამახასიათებელია:

1. სიმტკიცე, სიმსუბუქე და სწრაფად აწყობის შესაძლებლობა;

2. ფერებისა და ფაქტურის ფართო არჩევანი, ნატურალური ხის ფაქტურის იმიტაცია;

3. მექანიკური და თერმული ზემოქმედებისადმი მაღალი გამძლეობა(ნაკლებად ზიანდება დარტყმის ან სხვა დატვირთვის შემთხვევაში და მისი ზედაპირი ამტანის მაგალითად ცხელი ჩაიდნისა, ტაფის და ა.შ მიმართ);

4. წყლის მიმართ გამძლეობა;

5. დაბალი ფასი;

მერქან ბოჭკოვანი ფილები (MDF)

მდფ არის საშუალო სიმაგრის ერთგვაროვანი სტრუქტურის ფილა, რომელიც მიიღება შემდეგნაირად: თერმომექანიკის მეშვეობით შეშის ან სხვა ცელულოზის ნედლეულისგან მიღებული ბოჭკოების განსაზღვრულ ტენიანობის ხარისხამდე გამოშრობის შემდეგ დაახლოებით 9 — 11 % -ნი თერმოსეტინგის (თემპერატურით გამკვრივებული) ხასიათის მქონე წებოს შერევით და ტემპერატურისა და წნევის პრესის ზეწოლის შედეგად.

მდფ სიტყვის მნიშვნელობით საშუალო სიმკრივის ბოჭკოვან ფილას ნიშნავს და მიღებულია Medium Density Fiberboard (მერქან ბოჭკოვანი ფილები)-ს სიტყვების პირველი ასოებისაგან.

მდფ-ის სტრუქტურიდან გამომდინარე, რომ მდფ-ის ფილა ყოველ წერტილში ერთგვაროვანი სიმკრივის მქონეა, შესაძლო სტანდარტულ ზომებში მიღება. ფილის ზედაპირზე და კიდეებზე გამოყენებული ხრახნები კარგად ეჭირება, რაც მას უპირატესობას ანიჭებეს.

ავეჯის თანამედროვე დიზაინში, მდფ-ზე ეკვრება თერმოპლასტიური ფირი, რომელიც გარდა იმისა, რომ იცავს მასალას ნესტისგან, ორთქლისგან და სხვადასხვა სარეცხი საშუალებებისგან, ძალიან ლამაზია, გლუვია, პრიალა და ფერადი (შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი ფერი).

ამ მასალისათვის დამახასიათებელია:

1. ეკოლოგიურობა;

2. სიმსუბუქე და ფაქიზი დამუშავების შესაძლებლობა.(ამიტომ იგი თანამედროვე დიზაინერების საყვარელი საფასადე მასალაა);

3. ფლობს ხის ძირითად დადებით თვისებებს და ძლებს უფრო დიდხანს.

ზედაპირები

მოსაპირკეთებელი პლასტმასი — ფურცლოვანი ან რულონის ფორმის მასალა, რითაც ფუთავენ ავეჯის ფასადს. აბსოლუტურად გლუვი ზედაპირის დასაფარადაც კი საჭიროა ისეთი პლასტიკური მასალა რომელიც დრეკადია, რბილი და ადვილად იღებს საჭირო ფორმას, შემდეგ კი მაგრდება და ინარჩუნებს გამძლეობას.

ასეთ უნარს ფლობს ეგრეთწოდებული პოსტფორმირებული პლასტიკები, რომელიც მიიღება რამდენიმე ფენა სინთეტიკური ფისისა და ქაღალდის ფენების დაპრესვით. ბოლო დროს უპირატესობა ენიჭება აკრილის ფისის ფუძეზე დამზადებულ მასალებს.

ხელოვნური ქვა — ცეცხლგამძლე მინერალის,აკრილის ფისისა და პიგმენტებისგან შემდგარი კომპოზიტია. ვიზუალური ეფექტით ხელოვნური ქვა არ ჩამოუვარდება ბუნებრივს. ამას გარდა ის განთავისუფლებულია ნატურალური ქვის უარყოფითი თვისებებისაგან.

ხელოვნური ქვა ბუნებრივზე გაცილებით მსუბუქია, ის იოლად არ ტყდება და არც იკაწრება. მარტივად მუშავდება, ჰიგიენურია და ადვილად ექვემდებარება რესტავრაციას. სპეციალური წებოს მეშვეობით ნაკაწრები ჩვეულებრივი ქაღალდით პრიალდება.

მინა და სარკე

უსაფრთხოების დონის და შესაბამისად ფასის მიხედვით მინა და სარკე შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად- ჩვეულებრივი და უსაფრთხო. ჩვეულებრივი მინა და სარკე რა თქმა უნდა გამოიყენება ავეჯის წარმოებაში, მაგრამ არ ღირს მათი კარადებში და სხვა სახის ავეჯში გამოყენება, რადგან იგი ძალიან მყიფეა და ადვილად შეიძლება გატყდეს, ამან კი საფრთხეც კი შეგიქმნათ.

უსაფრთხო მინა და სარკე კი სპეციალურად ავეჯისთვისაა გათვლილი, გაცილებით უსაფრთხო და ხარისხიანია.

დადებითი თვისებები

  1. მინას მრავალფეროვნების შეტანა შეუძლია ინტერიერში,
  2. სარკეს ვიზუალურად ზრდის ოთახის სივრცეს.  უფრო ნათელს ხდის შენობას.

უარყოფითი თვისებები

  1. მინისა და სარკის მინუსი მათი სიმყიფე
  2. სხვა მასალებთან შედარებით საკმაოდ მაღალი ფასია.

მეტალი

ზოგიერთი მონაცემებით, სწორედ  მეტალი დაიკავებს ლიდერის პოზიციებს ავეჯის მასალების წარმოების ბაზარზე. თუმცა დღესდღეობით მეტალი, როგორც ავეჯის მასალა არც ისე ხშირად გვხვდება. ძირითადად იგი გვხვდება დასაკეც-გასაშლელი მექანიზმების, მოძრავი ელემენტებისა და ფურნიტურის სახით(სახელურები, საკეტები, ანჯამა).

მეტალის ძირითად მტრად ყოველთვის ითვლებოდა და ეხლაც ითვლება კოროზია, ძირითადად იგი ფოლადს ემუქრება. ამის თავიდან აცილება შეიძლება ანტიკოროზიული დამუშავებით ან ქრომირებით.

ფოლადის შეცვლა შეიძლება ტიტანით ან ალუმინით. თუმცა ტიტანი ძალიან ძვირია, ამიტომ ალუმინი სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ავეჯის წარმოებაში თავისი სიმსუბუქის, კარგი გარეგნული სახის, ანტიკოროზიული თვისებებისა და დაბალი ფასის გამო. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ნიკელი, რომელიც შესანიშნავი მასალაა როგორც ვიზუალური, ასევე მექანიკური თვისებების გამო.

დადებითი თვისებები:

  1. შესანიშნავი გარეგნული სახე
  2. ერგონომიულობა
  3. სიმსუბუქე.

უარყოფითი თვისებები :

  1. კოროზიის საფრთხე, რომელიც მეტალის  ნომერი პირველი პრობლემაა.
  2. საკმაოდ მაღალი ფასი.

Добавить комментарий

E-mail не публикуется. Поля, отмеченные *, обязательны для заполнения!