ინტერიერის რამდენიმე ნათელი და საინტერესო ელემენტი
ძალიან ხშირად შეგიძლიათ იხილოთ საცხოვრებელი ოთახები, სადაც ყველაფერი თითქოს სწორადაა, მაგრამ ამავე დროს არსებობს გარკვეული სახის შეუსაბამობა და დაუსრულებელის განცდა. ასეთი შთაბეჭდილების თავიდან ასაცილებლად, ვცდილობთ შემოქმედებითად მივუდგეთ ამ საკითხს და ავირჩიოთ რამდენიმე ნათელი და საინტერესო ელემენტი. ასეთ ელემენტებად ხშირად გამოიყენება კედლებზე ან ვერტიკალურ პანელებზე თაროების დამონტაჟება. ძალიან ხშირად თაროებს ამზადებენ გიფსოკარდონისაგან, მაგრამ როგორც იაფი ალტერნატიული ვარიანტი ასეთი თაროების დამზადება შესაძლებელია ლამინატისგანაც და ამდენად თავისუფალი ფართის მაქსიმალურად გაზრდა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მისაღები ოთახისათვის. ასეევე ნუ დაგვავიწყდება აქსესუარები, რომლებიც ყველაზე დახვეწილად უნდა გამოიყურებოდეს, რისთვისაც დიზაინერები იყენებენ განათების კარგ ტექნიკას. ასევე აუცილებელია კონკრეტული სტილი. მაგალითად მისაღებში კარგად გამოიყურება გემოვნებით შერჩეული დიდი სურათი ან ფოტოკოლაჟი რომელიც შექმნილია პატარ-პატარა ფერადი ფოტოსურათებისგან გარკვეულ ჩარჩოში. არ შეიძლება იგნორირება გავუკეთოთ რამოდენიმე დიდი ვაზის განლაგებას მისაღებ ოთახში, რომელებიც თანამედროვე და ორიგინალური დიზაინით აბსოლუტურად შეავსებს ოთახის ინტერიერს.
Добавить комментарий