შეცდომები მისაღები ოთახის დიზაინში

ხშირად დაშვებული შეცდომები მისაღები ოთახის დიზაინის შერჩევაში!

დიზაინის ელემენტარული წესების ცოდნა დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიოთ განათება, ფერები და ავეჯი მისაღები ოთახისთვის. დიზაინის შექმნისას არ უნდა დაუშვათ შემდეგი შეცდომები:

  1. მხოლოდ ზედა განათება.

თუ გინდათ რომ თქვენს სახლში იყოს სახლში კარგი ატმოსფერო, შექმენით განათების სისტემა  საკუთარი გემოვნებით – ჭაღების, ბრების, ფანრებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით.

  1. არასწორი ზომის ხალიჩა.

პატარა ზომის ხალიჩას შემოაქვს ოთახში დისბალანსი. ავეჯთან შეხამებული დიდი ზომის ხალიჩას შეუძლია დასრულებული სახე შესძინოს ოთახის ინეტრიერს.

  1. ტელევიზორის არასწორი მდებარეობა

შეეცადეთ ტელევიზორისთვის გამოყოთ განცალკევებული კედელი, რომელიც არ იქნება ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს, რადგან სინათლე ხელს შეგიშლით გამოსახულების დანახვაში. დივანსა და ტელევიზორს შორის მანძილი დამოკიდებულია ეკრანის დიაგონალზე. რაც უფრო დიდია ის, მეტი უნდა იყოს მისი დაშორება დივანთან.

  1. ბალიშების დაუფასებლობა

ბალიშები ქმნის მყუდრო და დამამშვიდებელ ატმოსფეროს. მათი არჩევისას ყურადღება მიაქცეთ, რომ ნაკლებად განსხვავებული იყოს თქვენი ავეჯის ტექსტურისაგან. რბილ ავეჯს ხავერდის ბალიში უფრო შეესაბამება, ვიდრე ბამბის ან სელის. ასევე მნიშვნელოვანია ზომაც. პატარა ავეჯისთვის სასურველია შეარჩიოთ პატარა ბალიშები.

  1. დივანი კედელთან

ეს რჩევა გამოგადგებათ დიდი ოთახების შემთხვევაში. თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, დივანი მოათავსეთ კედლისგან მოშორებით. ეს დაგეხმარებათ  ვიზუალურად გამოყოთ სივრცე და შეიქმნათ კომფორტი.

  1. მუქი ფერის ავეჯი დაბალჭერიან ოთახში.

ეს კიდევ ერთი შეცდომაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ. თუ თქვენ აირჩევთ მუქ ავეჯს დაბალჭერიანი ოთახისთვის, მას ვიზუალურად უფრო დააპატარავებთ და შექმნით არასასიამოვნო ატმოსფეროს. დაბალი ჭერის შემთხვევაში შეეცადეთ კონცენტრირება ღია ფერის ავეჯზე მოახდნოთ.

  1. ავეჯის არჩევა დიზაინს მიხედვით და არა საკუთარი პრორიტეტებით.

მხოლოდ იმიტომ რომ ავეჯი კარგად  გამოიყურება,  არ ნიშნავს  რომ ის თქვენი სახლის დიზაინს მოუხდება. დარწმუნდით, რომ ის კომფორტულია თქვენთვის, მოთავსდით  სავარძელში ან დაჯექით მაგიდასთან, რომელიც უნდა შეიძინოთ. თუ ვერ გამოიყენებთ მათ, ავეჯი უბრალოდ დეკორატიულ ნივთებს დაემსგავსება.

  1. ფოტოსურათების არასწორი განლაგება.

მათთვის იდეალური სიმაღლეა 153 სმ იატაკიდან. თუ თქვენ ბევრი ფოტო გაქვთ, მათი განთავსება სახლის ერთ კუთხეში შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

  1. დიდი ზომის ავეჯი

ერთერთი გავრცელებული შეცდომა დიდი ზომის ავეჯის შერჩევაა. ეს განსაკუთრებით   დივნებს ეხება – ისინი ოთახს ვიზუალურად აპატარავებენ. პატარა ოთახში ორადგილიანი დივანი და წყვილი სავარძელი საკმარისია.

  1. თქვენ უგულვებელყოფთ მისაღების ფუნქციას

მნიშვნელოვანია, თითოეულ ავეჯს ქონდეს თქვენთვის საჭირო დანიშნულება. არ შეარჩიოთ ავეჯი მხოლოდ  დეკორაციის ფუნქციით. ეს სიმყუდროვესა და კომფორტულობას დაუკარგავს თქვენს სახლს.

  1. მცენარეები პატარა ქოთნებში

მცენარეები ესთეტიურად მიმზიდველია, თუმცა უნდა იყოს რაც შეიძლება ცოტა. თავი აარიდეთ ბევრი მცენარის პატარ-პატარა ქოთნებით განთავსებას მისაღებ ოთახში. აქ უმჯობესია, მცირე რაოდენობის დიდი ზომის მცენარეები განათავსოთ.

  1. ავეჯის ძველმოდური გადასაკრავები

ავეჯის გადასაკრავების  შეცვლით, თქვენ შეგიძლიათ სახლს განახლებული იერი შესძინოთ.  თუ მათ სეზონების მიხედვითაც შეცვლით, თქვენს მისაღებ ოთახს წელწადის სხვადასხვა დროს განსხვავებული ინტერიერი ექნება.

  1. ინტერიერი მხოლოდ ერთ სტილში

თუ თქვენ განსაკუთრებულად მოგწონთ ერთი სტილი, ეცადეთ შეუხამოთ სტილის ავეჯიც. ეს დაგეხმარებათ მისაღები ოთახი იყოს უფრო მეტად მხიარული და ორიგინალური.

  1. ფართის ვიზუალურად შემცირება

ისეთ უმნიშვნელო დეტალს, როგორიც ფარდების არასწორი ჩამოკიდებაა, შეუძლია მისაღები ოთახის ფართი ვიზუალურად დააპატარაოს. თუ გინდათ, რომ ოთახი დიდი და ნათელი იყოს, ფარდები ჩამოკიდეთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

Добавить комментарий

E-mail не публикуется. Поля, отмеченные *, обязательны для заполнения!